ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე სილაგაძემ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
05-03-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ცოტნე სილაგაძემ ​გორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 

მოსწავლის წარმატება საამაყოა სკოლისთვის - დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ლაჯანის საჯორო სკოლა სიამაყით ულოცავს  ჩვენს გამორჩეულ ახალგაზრდას, ცოტნე სილაგაძეს, ბრწყინვალე გამარჯვებას ​გორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე! 

ამ გამარჯვებით ის კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობას.
ვულოცავთ ცოტნეს, მის მწვრთნელებს, კლუბ „თაკვერს“ და მთელ ლეჩხუმს! გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელიც მსოფლიო მწვერვალებისკენ მიდის. ​ამაყები ვართ შენით, ცოტნე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203