საყდრიონის საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო 
05-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა კინოხელოვნებით დაინტერესებასა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.

„კინოს, როგორც სინთეზურ ხელოვნებას ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს, ამიტომ კინოს განსაკუთარებული მნიშვნელობა აქვს მოზარდის ცხოვრებაში, რამეთუ კინოთეატრების გაქრობამ და ტელევიზიების მიერ დაბალი მხატვრული ღირებულებების სატელევიზიო სერიალების ჩვენებამ დააქვეითა მაყურებლის კინოგემოვნება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია „კინო სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 24 თებერვალს საყდრიონის საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეთათვის ფილმის ჩვენება მოეწყო.

განხილული იქნა ფილმი „ფიროსმანი“, რომლის რეჟისორი: გ. შენგელია გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კინოჩვენების მიზანია - მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, ცხოვრებას და მოღვაწეობას, თავგადასავალს. იმსჯელოს ხელოვანისა და საზოგადოების ურთიერთობაზე. ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სოციალურ უნარებზე. განუვითარდეს ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები.

კინოჩვენების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა და ნიკო ფიროსმანის ბოგრაფიასა და შემოქმედებაზე პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმის გმირზე, მიზანზე, რეჟისორის მთავარ სათქმელზე, საზოგადოების რეაგირებაზე. გაუზიარეს მასწავლებელს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი: ნ. არძენაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203