შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება
09-03-2026

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მანდატურს სამსახური ვალდებულია 10 თვეში შექმნას შესაბამისი მექანიზმები და ელექტრონული პროგრამა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ძალადობის რისკებს შეაფასებს.

უფრო კონკრეტულად, მანდატურის სამსახური ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე შექმნას და დანერგოს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა;

ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203