გოკიოს საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი 
05-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობებით, რაც მოზარდების მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, III კლასელთა ქართულის, როგორც მეორე ენის საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ლია და ფუტკარი“, რომელსაც მასწავლებელი ვაზგანუშ აკოპიანი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სახალისო აქტივობა და მარავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა თემატური პლაკატი დაამზადეს, ისეუბრეს მოთხრობის მთავარ სათქმელზე და დამატებითი ინფორმაციაც მოიძიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203