გუდაურის საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება გააცოცხლეს 
04-03-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგისშემოქმედებას ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის „მკითხველთა კლუბში“ მოეწყო ღონისძიება ალექსანდრე ყაზბეგის კვირეულთან დაკავშირებით. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“. მათ გააცოცხლეს „მთას შეფარებული ქართული სული, მდიდარი და მომხიბვლელი ბუნების მიერ აღზრდილი თავისუფლებაში“. 

მოსწავლეებმა გაითავისეს როლები და აქტიურად იმუშავეს პრეზენტაციის ორგანიზებაზე, მოამზადეს სიტყვები და წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის ლექსები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203