ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
04-03-2026

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტუმრობდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს: სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო პროცედურებს - ავტომობილის საექსპერტო შემოწმებას/დათვალიერებასა და სარეგისტრაციო სივრცის მუშაობას;

მართვის მოწმობის გაცემის პროცესს - თეორიული გამოცდის სივრცეს, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავადაც გაევლოთ საგამოცდო ტესტი, ასევე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის საგამოცდო სპეციფიკას.

დამატებით მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სააგენტოს სხვა სერვისების შესახებ, მათ შორის იარაღის რეგისტრაციის, სხვადასხვა ცნობებისა და ელექტრონული მომსახურებების მიმართულებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი იყო როგორც პრაქტიკული ცოდნის გაფართოების, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების უკეთ გაცნობის თვალსაზრისით.

„განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი შეწირულს, მოსწავლეებისთვის გაწეული გულთბილი, პირადი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203