
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ამაყობენ.
სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს სასკოლო ლიგის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატზე და ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი სკოლა და მუნიციპალიტეტი.
ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში არიან - ანრი ჭანტურია, დიტო ჭანტურია, ლუკა კუჭავა, ლუკა ჟვანია, დიმა პარკაია.
გოგონათა გუნდში ირიცხებიან -ცირა ახალაია და მილედი ჭანტურია.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას! მათი შრომა, მონდომება და გუნდური სული ნამდვილად დასაფასებელია. წარმატებები ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: