
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო.
27 თებერვალს, მოსწავლეები მარტვილის თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ.
თეატრის სცენაზე პატარებმა სპექტაკლი „ოქროს წიწილა“ ნახეს, რომლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე გახლავთ, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი-გოჩა სხულუხიაა, თოჯინების თეატრის მმართველი კი -ზურაბ ჯამბურია.
სპექტაკლმა „ოქროს წიწილა“ ბავშვებში დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია. თეარტიდან პატარები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან თეატრალურ დასს დაუვიწყარი ემოციებისა და ლამაზი დღისთვის.
იხილეთ ფოტოები: