
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
4 მარტს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, ბუნების გაკვეთილზე წარადგინეს საკუთარი ნახატები, რომელიც შექმნეს პროექტზე - „საქართველო ჩემი სახლია“ მუშაობისას.
მოსწავლეებმა პროექტისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და პრეზენტაციაც სამაგალითოდ გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საყვარელ საქართველოს კუთხეებზე და გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები: