
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. მე-10 კლასელები იმერეთში, სამტრედიელ თანატოლებს ეწვივნენ.
ამ სამაგალითო სტუმარ-მასპინძლობამ კი კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამას ჩაუყარა საფუძველი.
„ზოგჯერ ერთი დღე საკმარისია, რომ მანძილი და ბავშური სიმორცხვე წარსულს ჩაბარდეს. სწორედ ასეთი იყო ჩვენი მეათეკლასელების სტუმრობა სამტრედიაში! თავიდან იყო მცირე შიში, ცოტა სიმორცხვე და „აბა, როგორ დაგხვდებიან?“ კითხვები.... მაგრამ, როგორც კი მეგრული „ჟვანი“ თხილის ტკაცუნის ხმა გაისმა, ყინული მყისიერად გაქრა. გავაცოცხლეთ კალანდობის უძველესი რიტუალი, რომელიც ბარაქასა და ხვავს მოასწავებს. მეგრულმა ლექსებმა, სიმღერებმა,იუმორისტულმა ნომრებმა, ცეცხლოვანმა ცეკვებმა დარბაზში ემოციების ზღვა დააყენა. ჩვენმა ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ მეგრული ენა და იმერული დიალექტი, კი არ გვყოფს, არამედ ერთმანეთისთვის საინტერესოს გვხდის.
უდიდესი მადლობა სამტრედიელ მასპინძლებს ასეთი თბილი, გულწრფელი „იმერული“ დახვედრისთვის! მათმა მასპინძლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი მოსწავლეები უკვე ენთუზიაზმით გეგმავენ საპასუხო ვიზიტს. ახლა ჩვენი ჯერია-ვუმასპინძლოთ სამტრედიელებს ჩვენს სოფელში, როგორც ჩვენს კუთხეს შეეფერება“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან მასპინძლებს თბილი დახვედრისთვის.
იხილეთ ვიდეო: