ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადიანების სასახლის ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა 
04-03-2026

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-7 კლასის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

მათ მონაწილეობა მიიღეს ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში - „ქართული ფულის ისტორია- კოლხური თეთრი“. 

მონაწილეებს, გიდის თანხლებით, ექსკურსია ჩაუტარდათ მუზეუმში, მათ დაათვალიერეს დადიანების უნიკალური კოლექცია, მოისმინეს პრეზენტაცია, მათ მიერ შერჩეულ თემაზე. პრაქტიკულ ნაწილში, ლუპის საშუალებით დაათვალიერეს და ამოიცნეს თითოეული მონეტა.

საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამების მიზანია,  მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203