ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობდნენ
04-03-2026

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში, წარმოაჩენენ - ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

2 მარტს ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გამართულ შემოქმედებით კონკურსში, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და ეროვნული გმირების უკვდავ ხსოვნას.

სკოლის მოსწავლეები, ლიზი გახოკიძე, ლიზი კაკულია, ლიზი ჩიტაია, ნია ჩვამანია, მარიამ მირცხულავა და ბარბარე დაუთაშვილი მაყურებლის წინაშე წარდგნენ კომპოზიციით - „საქართველოვ, სამშობლო ჩემო“. 

მათი ხელმძღვანელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა კიკაბიძე.

მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მხურვალე აპლოდიმენტებიც დაიმახურეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203