
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში 3 მარტი გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედა ერთადერთია“, რომელსაც ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გულითადი სიყვარულითა და მადლიერებით მიულოცეს დედებს დედის დღე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ემსახურებოდა დედისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვას, ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას და თბილი, ემოციური გარემოს შექმნას.
„ასეთმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სიყვარულის, ყურადღებისა და დაფასების უნარების განვითარებას, ასევე სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ვიდეო