მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანში „მე და საზოგადოება“ მასწავლებლების გადამზადება დაიწყო
08-07-2018

დაწყებითი საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი საგნის „მე და საზოგადობა“ შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, დაწყებითი განათლების მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.

2-დღიან ტრენინგს სულ 2500 მასწავლებელი გაივლის. 

ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ „მე და საზოგადოების“ სტანდარტის კავშირებს სასწავლო გეგმის სხვა ნაწილებთან და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, გაეცნობიან წლიურ პროგრამას და მის მნიშვნელობას, აგრეთვე, რეკომენდებულ მეთოდიკურ ხერხებსა და შინაარსობრივ აქცენტებს.

ტრენინგების მიმდინარეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე წალკის საზოგადოებრივ ცენტრში გაეცნენ.

მოდულის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე მასწავლებელი 0,5 კრედიტ ქულას მიიღებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203