„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
04-03-2026

სენაკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას. 

​სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკარის - ნონა სკურიდინის ხელმძღვანელობით, აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა მოთხრობები, იმსჯელეს წაკითხულის შესახებ და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნისა და ცოდნის მნიშვნელობაზე.

„ღონისძიებამ ხელი შეუწყო კითხვის სიყვარულის გაღვივებასა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

მე-5 კლასის დამრიგებელი სოფიო ზარანდია გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203