„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“- თბილისის N154 სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს 
04-03-2026

თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალ თაობას საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

VII კლასში, საგნის მასწავლებლისა და დამრიგებლის - ლუიზა მირუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა პროექტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეფის ისტორიული როლი, სახელმწიფოებრივი ხედვა და მისი ღვაწლი საქართველოს გაძლიერებაში. პროექტმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დავით აღმაშენებლის მნიშვნელობა ქართული ისტორიისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

მოსწავლეებმა სიამაყით აღნიშნეს, რომ დავით აღმაშენებელი არის მეფე, რომელმაც არა მხოლოდ სახელმწიფო გააძლიერა, არამედ ცოდნის, რწმენისა და ერთიანობის ძალაც დაგვანახა.

საქართველოს უძლიერესი მონარქის დავით IV აღმაშენებელის ხსენების დღე აღინიშნეს VIII და VIII კლასების მოსწავლეებმა, საგნის მასწავლებლის - ლუიზა მირუაშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს მეფეთ-მეფის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე, ისაუბრეს მის სახელმწიფოებრივ ხედვასა და რეფორმებზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203