გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გაცოცხლებული ცნობილი ზღაპარი ნახეს 
04-03-2026

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

პატარა მოსწავლეები მარტვილის კულტურის სახლს ესტუმრნენ, სადაც ნამდვილი სასწაული დახვდათ. სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ზღაპარი - „ოქროს წიწილი“.

სპექტაკლი პატარებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზი სავსე იყო ბავშვური სიხარულით, გაოცებული თვალებითა და გულწრფელი ტაშით.

„ჩვენი მოსწავლეები მთელი გულით თანაუგრძნობდნენ პერსონაჟებს და აქტიურად ჩაერთნენ ზღაპრულ მოქმედებაში. თეატრი ხომ საუკეთესო ადგილია სიკეთისა და მეგობრობის გაკვეთილების მისაღებად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მარტვილის კულტურის სახლს ამ ლამაზი და დასამახსოვრებელი დღისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203