
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, VIII კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის - ათონის მთა (გზამკვლევის) შესწავლის შემდეგ, მოამზადეს ილუსტრირებული პროექტი - „მარტვილის ღირსშესანიშნაობები“.
მოსწავლეებმა მარტვილის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ერთგვარი გზამკვლევიც დაამზადეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე მუშაობის პროცესი იყო შემოქმედებითი, კვლევაზე დაფუძნებული და მეგობრული.