
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის 105-ე წლისთავს სკოლაში განსაკუთრებული ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე და იმ უთანასწორო ბრძოლაზე, რომელიც თბილისის მისადგომებთან გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს და იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს.
ღონისძიების კულმინაცია იყო:
კოლაუ ნადირაძის უკვდავი ლექსი „თოვდა და თბილისს ებურა თალხი...“, რომელმაც დარბაზში იმ სუსხიანი დღეების განცდა გააცოცხლა.
მარო მაყაშვილის მამის ემოციურმა ლექსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პერსონალური ტკივილი, რასაც ქვეყნის ანექსია მოჰყვა.
„ყველაზე შთამბეჭდავი კი ის სიჩუმე იყო, რომელიც დარბაზში სუფევდა - ჩვენი უმცროსკლასელებიც კი სულგანაბული უსმენდნენ უფროსი მეგობრების მონათხრობს. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალი თაობა კარგად აცნობიერებს საკუთარი ქვეყნის ისტორიას და აფასებს თავისუფლებას.
„საქართველო მაინც გაიმარჯვებს, რადგან მისი მებრძოლი სული გაუტეხელია!“
p.s, განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს - მაკა პერტენავას, მანანა ჭანტურიას, დავით მეილიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა