
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მე-7–მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „ბუნებისმეტყველების ექსპერტი“.
მოსწავლეები კლასების მიხედვით გუნდებად გადანაწილდნენ. თამაშის ფორმატი მოიცავდა კენჭისყრით შერჩეულ შეკითხვებსა და ფაქტებს სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან: ბოტანიკა, ზოოლოგია, ფიზიკა, ანატომია, ქიმია და გეოგრაფია. მონაწილეები აქტიურად პასუხობდნენ შეკითხვებს და ერთმანეთს ცოდნასა და არგუმენტაციაში ეჯიბრებოდნენ.
ინტელექტუალური თამაში დინამიური და სახალისო აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში თვითდაჯერებულობის ამაღლებას, საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევას, მოსმენის კულტურის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს იყო პირველი მსგავსი ფორმატის თამაში და იმედოვნებენ, რომ „ბუნებისმეტყველების ექსპერტი“ ტრადიციად იქცევა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და მოსწავლეებს მრავალ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: