
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ქანთარია„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მე-5 კლასელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ინგლისური ენის, მათემატიკისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადებში. მოსწავლე, ოთხივე საგნის ოლიმპიდაში, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის ლიდერთა ათეულში მოხვდა.
საბა ქანთარიას წარმატება საამაყოა, როგორც სკოლისთვის, ისე მისი ოჯახისთვის.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის მე-5 კლასელი, საბა ქანთარია, ეტალონის ლიდერთა ათეულშია ოთხ საგანში. გილოცავთ, საბა! წარმატებები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: