ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის - ელენე მართალიშვილის წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 
04-03-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლის აკადემიური წარმატებით ხარობენ. 

XII კლასის მოსწავლე ელენე მართალიშვილმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურის ოლიმპიადების მე-2 ტურში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები. მესამე ტურში გადავიდა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე, ელენე მართალიშვილი, რომელმაც ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალურ ქულათა 50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის. ვულოცავთ ელენესა და მის პედაგოგებს, სოფიო რომანაძესა და შორენა შავიშვილს, ამ დიდი წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203