„საჩუქარი დედას“- წინარეხის საჯარო სკოლაში I-VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
04-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლის, მარინა სიხუაშვილის ორგანიზატორობით გაიმართა ღონისძიება - „საჩუქარი დედას“, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს I–VII კლასის მოსწავლეებმა. ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით პატარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და მადლიერება დედების მიმართ. პროგრამაში წარმოდგენილი იყო:

  • ა. სეფიაშვილის „დედა“
  •  ლ. ნემსაძის „ენძელები“
  •  „იასამანი“
  •  „ბახტრიონი ნიდან უკვდავი“
  • „ზღაპრადეთ ლომისის მადლი“

ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული მუსიკალური კომპოზიცია „თოჯინების თეატრი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებამ თბილ და გულწრფელ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დედის როლსა და მნიშვნელობას ოჯახის ცხოვრებაში. ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და დედებისადმი პატივისცემის გაღრმავება.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტვივი ყველა დედას ულოცავს დედის დღეს - “თითოეულ დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს და შვილების წარმატებით გამოწვეულ უსაზღვრო ბედნიერებას!“ 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203