ბაგა-ბაღის აღმზრდელებს სავალდებულო ტრენინგების გავლა მოუწევთ
08-07-2018
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტრენინგ-მოდული ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას. 

ტრენინგ-მოდული 33 სესიისგან შედგება, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტრენინგ-მოდულის შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხორციელდება. მის წარმატებით გასავლელად მონაწილემ 100 ქულიდან 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა, უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ კი პირს ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203