
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და გეოგრაფიაში, რომელსაც პედაგოგები ირინე აბრალავა და ჯულიეტა შენგელია უძღვებოდნენ.
გაკვეთილის თემა იყო „არაბეთი უწინ და დღეს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალმხრივად განიხილეს არაბთა სახალიფოს ისტორია - ბედუინობიდან სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და გამომგონებლობამდე, ასევე იმსჯელეს თანამედროვე არაბულ სამყაროზე.
სასწავლო პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა დაასრულეს წინადადებები, შეავსეს სქემა „მოვლენა - მიზეზი - შედეგი“, რუკაზე აჩვენეს ისტორიული ტერიტორიები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმუშავეს თემატურ ქვიზზე. გაკვეთილის ბოლოს მასალა შეჯამდა სქემით - „ვიცოდი, მომეწონა, დამაინტერესა, რას შევცვლიდი“.
მერვეკლასელებმა აქტივობებს წარმატებით გაართვეს თავი და მაღალი ჩართულობა გამოავლინეს. აღსანიშნავია სპეციალური მასწავლებლის აქტიური მონაწილეობაც, რომელმაც ხელი შეუწყო სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვას - „მადლობას ვუხდი მას, როგორც კლასის დამრიგებელი. წარმატებები ჩვენო მოსწავლეებო! თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა!“
პედაგოგების შეფასებით, მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები: