
აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
26 თებერვალს, ნოღოხაშის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბ „ემპათიისა“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ VIII, IX და X კლასების მოსწავლეები. გუნდები კლასების მიხედვით დაკომპლექტდა, რამაც ასპარეზობა კიდევ უფრო საინტერესო და გუნდური გახადა.
სამივე კლასის გუნდმა კარგად იასპარეზა, ლოგიკური აზროვნება და სამაგალითო ერთიანობა გამოავლინეს მოსწავლეებმა.
ღონისძიების დასასრულს, აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნას, კრიტიკულ აზროვნებასა და გუნდურობას.
იხილეთ ფოტოები: