საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე შუა საუკუნეების საქართველოში იმოგზაურეს 
04-03-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე საქართველოს შუა საუკუნეებში იმოგზაურეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სამცხის ციხე-სიმაგრეებზე.

თითოეულმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია რეგიონის მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობებზე, გააცნო თანაკლასელებს მათი ისტორია, სტრატეგიული მნიშვნელობა და არქიტექტურული თავისებურებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ციხეებს, როგორიცაა რაბათის ციხე, ხერთვისის ციხე და თმოგვის ციხე.

საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ მოსწავლეებმა თემას შემოქმედებითად მიუდგნენ და სამცხის ციხეებთან ერთად მოიძიეს ინფორმაცია სამეგრელოს ციხეებზეც, რითაც გაკვეთილი უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში გადაიყვანეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო კვლევითი უნარების განვითარებას, გუნდურ მუშაობას და პრეზენტაციის კულტურის ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს მასალები, დაამუშავეს ინფორმაცია და თანაკლასელებს საინტერესო ფორმით გაუზიარეს.

„გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ციხე-სიმაგრეები არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებია, არამედ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოებიც. ვულოცავთ მოსწავლეებს აქტიურობასა და შემოქმედებით მიდგომას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203