„მოსწავლეს წარმატებისკენ ვუბიძგებთ მხარდაჭერითა და მოტივაციის ამაღლებით“ - ვაჟა ზოიძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი
04-03-2026

უსაფრთხო გარემო, საინტერესო და მრავალმხრივი საგაკვეთილო პროცესი, მეგობრული ურთიერთობები, პედაგოგებისადმი პატივისცემა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთა აღსრულებაზეც დირექტორები მუდმივად შრომობენ და მათდა საამაყოდ უნდა ითქვას, წარმატებით ნერგავენ აღნიშნულ მიდგომებს „ცოდნის ტაძარში“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ფიროსმანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე „ეტალონთან“ სასკოლო ცხოვრებაზე, მართვის სტილსა და ახალ ხედვებზე საუბრობს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვასწავლით პირადი მაგალითით, სამართლიანი დამოკიდებულებით და თითოეული მოსწავლის აზრის პატივისცემით.

- მოსწავლეს წარმატებისკენ ვუბიძგებთ...

- მხარდაჭერით, მოტივაციის ამაღლებითა და განათლების მნიშვნელობის მუდმივი ხაზგასმით.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ... 

- უვითარებდეს დამოუკიდებელ აზროვნებას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გუნდური მუშაობის უნარს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრული გარემო ხელს უწყობს მშვიდ და ჯანსაღ სასწავლო პროცესს, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან, პროექტებსა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასთან.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს.... 

- პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას და ცოდნის მუდმივი მიღების სურვილს.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- განათლების სიყვარულმა, ახალგაზრდებთან მუშაობის სურვილმა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203