„ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“​ - მოსწავლეთა პრეზენტაციების კონკურსი და კლუბ „ფენიქსის“ საინტერესო ღონისძიება მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში
04-03-2026

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს სპორტული კლუბი „ფენიქსი“, რომლის წევრებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. 

ახლახან, სკოლის სპორტულმა კლუბმა - „ფენიქსმა“ წარმოადგინა მოსწავლეთა პრეზენტაციები თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები (IV–X კლასები).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო საინტერესო და სრულად შესაბამისი თემატიკისთვის.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა და ექიმი ლიანა ჭანტურია.

ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების ორგანიზებასა და პრეზენტაციების შეფასებაში.

ჟიურის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურიდან პირველი ადგილი დაიკავეს V კლასის მოსწავლეებმა, საბაზო საფეხურიდან კი – IX კლასის მოსწავლეებმა.

გამარჯვებული კლასები დაჯილდოვდნენ თასებით.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგმა - ლალი სალიამ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203