გაიცნით ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-3 კლასის წარმატებული მოსწავლე, რომელიც სწავლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა
04-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ფიროსმანის საჯარო სკოლა გაგვაცნობს მე-3 კლასის მოსწავლეს, დავით სურმანიძეს, რომელიც „ეტალონისა“ და izrune.ge-ს არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულია, სკოლაში კი აღნიშნავენ, რომ ეს მიღწევები მის შრომისმოყვარეობაზე, ასევე მიზანდასახულობაზე მეტყველებს.

გთავაზობთ პასუხებს ბლიც-კითხვებზე, რომლებიც ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეს უკეთ გააცნობს საზოგადოებას.

დავითს სწავლაში ყველაზე მეტად უყვარს...

- ახალი ინფორმაციის მიღება და საინტერესო დავალებების შესრულება.

სკოლაში დავითს განსაკუთრებით კარგად გამოსდის...

- საგაკვეთილო პროცესში აქტიურობა - ყოველთვის სწორად პასუხობს შეკითხვებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც იყენებს.

დავით სურმანიძე შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეა, რადგან...

- ყოველთვის მონდომებით ასრულებს დავალებებს და ცდილობს, საუკეთესო შედეგის მიღწევას.

სწავლა მისთვის საინტერესოა, რადგან...

- ცოდნის მიღება ეხმარება განვითარებაში და ახალი წარმატებების მიღწევაში.

უნარი, რომელიც დავითს სხვა მოსწავლეებისგან გამოარჩევს, არის...

- სწრაფი აზროვნება, კარგი მეხსიერება და მიზნისკენ შეუპოვრად სწრაფვა.

მთავარი პიროვნება დავითის ცხოვრებაში  არის...

- მშობლები, რომლებიც, მისივე განმარტებით, აძლევენ ძალას, გადალახოს დაბრკოლებები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203