შთამბეჭდავი და ემოციური ღია გაკვეთილი ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, რომელიც მეგობრობას მიეძღვნა
04-03-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პედაგოგები, საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, ახალგაზრდებს უვითარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც საბოლოოდ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გახლავთ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი მეგობრობის თემაზე.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში მეგობრობის მნიშვნელობის გააზრება, მისი სხვადასხვა ასპექტის განხილვა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მოსწავლეებმა, პედაგოგის ჩართულობით, გამოიყენეს ინტერაქციული მეთოდები: ჯგუფური მუშაობა, დისკუსია და მცირე პრეზენტაციები.

ასევე იმსჯელეს მეგობრობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში, განიხილეს ერთგულების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის როლი, ისაუბრეს, რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს მეგობრულ ურთიერთობებს ციფრულ ეპოქაში.

აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი უდავოდ გამოირჩეოდა მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით - მათ წარმოაჩინეს, რომ მეგობრობა მოზარდთა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203