ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა 12 კანდიდატს სურს
08-07-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქუთაისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
ამ დროისთვის აღნიშნულ ვაკანსიაზე 12 განცხადია გაკეთებული. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში, ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღებს.
განცხადებების მიღების ვადა დღეს იწურება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი უფროსი ბადრი ვაშაკიძე თანამდებობიდან დარღვევებისთვის გაათავისუფლეს.