აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავების გმირები გააცოცხლეს
04-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინიციატივით, გამართული ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც ქართველ მწერლებს და მეიგავეებს ეძღვნებოდა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი იგავების გმირები გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს თუ რას გვასწავლის ესა თუ ის იგავი, წარმოადგინეს პრეზენტაცია, ასევე ჩაერთვნენ გრამატიკულ აქტივობებში და უპასუხეს „ბლიც“ შეკითხვებს. ბოლოს კი დედებს 3 მარტი მიულოცეს და მათ შორმასა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

სიმბოლურად მათ გადაეცათ სიგელები და მცირე საჩუქრები, რამაც პატარები გაახარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203