
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხული განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. ყვავილობის სეზონის დადგომასთან ერთად სკოლა განაკუთრებით ლამაზდება. ცოდნის კერა ამ პერიოდში ბუნების ფერებითაც ივსება და კიდევ უფრო მყუდრო გარემოს ქმნის.
ფანჯრის რაფებსა და დერეფნებში განთავსებული მცენარეები ყვავილობას იწყებს და სასკოლო სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
სკოლაში მადლობას უხდიან ამ სილამაზის შემოქმედთ.
„მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებელს - მანანა ხუციშვილს, XI კლასის მოსწავლე გიორგი ჩხვიმიანს, დამლაგებლებს ანა გალუსტოვასა და ლიკა აფციაურს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: