საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე კერამიკული სათამაშოები შექმნეს
04-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩევა ხელოვნების გაკვეთილები, რომელთაგან ერთ-ერთზე VII კლასის მოსწავლეებმა კერამიკული სათამაშოები შექმნეს. 

როგორც პედაგოგი ნ. არძენაძე გვეუბნება, კერამიკული სათამაშოების დამზადების თემატიკა კლასში კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის ნაზავს და ამაღლებულ განწყობას ქმნის და ხელს უწყობს თითოეულმა მოსწავლემ გამოხატოს საკუთარი კრეატიულობა.

„ხელოვნების გაკვეთილზე თიხისაგან სათამაშოების შექმნა ანუ ხელნაკეთი სათამაშოების დამზადება ახალისებს სწავლის პროცესს და მოსწავლეც ხალისით უდგება სწავლასა და საქმიანობას. ხელოვნური თიხა, რომელიც ყველაზე მარტივი დასამზადებელია და თან უსაფრთხო - იდეალური მასალაა სათამაშო თუ სხვა ფიგურების დასამზადებლად“,- აღნიშნავს მასწავლებელი.

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203