
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - „მე 23-ე სკოლელი ვარ“.
პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ მოსწავლეებთან და მათ მწვრთნელთან, ოლეგ მიგრიაულთან.
წარმატება მიულოცეს ლაშა რეხვიაშვილს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, ნოდარ ნოზაძეს, რომელიც ამავე ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პრიზიორებმა და მათმა მშობლებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისათვის.
ბატონმა ოლეგ მიგრიაულმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი შემთხვევით არ არის - მას საფუძვლად უდევს დიდი შრომა, სისტემატურობა, მოთმინება და მიზანდასახულობა. ამ ღირსეულ მოსწავლეებს აღმოაჩნდათ სწორედ ეს თვისებები, და მათი თავდადება დამსახურებულად დაფასდა. შეხვედრის მთავარი გზავნილიც სწორედ ის იყო, რომ წარმატება პასუხისმგებლობას, დისციპლინას, მიზნის მიმართულებით სისტემატურ მოძრაობას მოითხოვს.
„ვეცდებით, კვლავ გავამართლოთ იმედები და ვასახელოთ ჩვენი სკოლა და ქვეყანა“,- აღნიშნეს ჩემპიონებმა.
დირექტორამ მზია კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელს და მომავალშიც არაერთი გამარჯვება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: