ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
04-03-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

საინტერესო პროექტზე იმუშავეს ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე, რომელსაც მოჰყვა პრეზენტაცია თემაზე - ქვეყნების კონფიგურაცია, საზღვრების ტიპები.

პრეზენტაცია წარადგინა ​მარიამ არღვლიანმა

მოსწავლემ თემის შესახებ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა და მსმენელის დიდი ინტერესი და ყურადღებაც დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა. შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის, ამიტომ მეთოდს სკოლაში ხშირად მიმართავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203