ივანდიდის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, „ოკუპაციის კვირეული“ გაიმართა 
04-03-2026

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ და 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეების (მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი) ინიციატივით „ოკუპაციის კვირეული“ გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ოკუპაციიდან 105-ე წლისთავს და მიზნად ისახავდა ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას, ქვეყნის ისტორიის გადამწყვეტი მომენტების გააზრებას, ეროვნული გმირების დაფასებასა და ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას.

როგორც სკოლაში გევუბნებიან ეს იყო მხოლოდ ისტორიის გაკვეთილები, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისა და მომავლის დაგეგმვის პროცესიც. კვირეულის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის გმირებსა და იმ პიროვნებებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს. მოსწავლეებმა იმსჯელეს ოკუპაციის მტრებსა და იმ მეთოდებზე, რომლებსაც აგრესორი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.

შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრეს წარსულსა და დღევანდელობას შორის არსებულ მტკივნეულ პარალელებზე. ხაზი გაესვა იმას, რომ ოკუპაცია კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად, რომელსაც მხოლოდ განათლებითა და ერთიანობით დავამარცხებთ.

ღონისძიების ბოლოს შეადგინეს სიმბოლური მემორანდუმი - ფიცი სამშობლოსა და გმირების წინაშე. მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი შრომითა და სწავლით ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ პირობას ხელმოწერებით სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203