ზვარეს საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობით შეუერთდა
04-03-2026

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნად ზვარეს საჯარო სკოლაში გაიმართა არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა.

სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო თემატური ფოტოსესია, რომელმაც წიგნის კითხვის ჯადოსნური გარემო კიდევ უფრო გამოკვეთა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203