„დედამიწა ჩემი სახლია“ - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული გაკვეთილი და ასკანის საჯარო სკოლის აქტიური მე-4 კლასელები
04-03-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას მიეძღვნა მზიანისა და ასკანის საჯარო სკოლების IV კლასებში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „დედამიწა ჩემი სახლია“. 

ეს დღე განსაკუთრებული იმით იყო, რომ ასკანელი მე-4 კლასელები მზიანის სკოლის დაწყებითი კლასის ერთ მოსწავლეს ეწვივნენ და ერთად გარემოს დაბინძურებასა და ნარჩენების მართვაზე ისაუბრეს. 

„გაკვეთილს ესწრებოდნენ მზიანის საბავშვო ბაღის ადმინისტრაცის წევრები, რომელთაც ვემადლიერებით სასკოლო ფართის გამოყოფისთვის, პროფესიით აგრონომები: კარლო ვაშალომიძე და ვალერიან მიქელაძე. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდათ, რადგან პატარებთან ერთად სტუმრებიც ერთვებოდნენ საგაკვეთილო აქტივობებში.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განიხილეს 2030 წლისთვის დასახული 17 მიზანი და ნარჩენების მართვის გლობალური მნიშვნელობა. ლელა და ნინო მასწავლებლებმა, პროცესი დემოკრატიულ პრინციპებზე დააფუძნეს. მოსწავლეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება. ვიზუალური საშუალებებით, პრაქტიკული და სახალისო მეთოდებით, ისინი აქტიურად გამოთქვამდნენ ვარაუდებს დედამიწის გადასარჩენად. ვალიკო და კარლო ბაბუამ, ბავშვებთან ერთად შექმნეს კომპოსტი. განსაკუთრებული ემოციები და ინტერესი გამოიწვია კომპოსტირების პროცესში ჭიაყელების როლის გაცნობამ. 

მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა ლელა და ნინო მასწავლებელმა. ლელა  მასწავლებლის ემოციები იყო გულწრფელი და მთავარ პრობლემაზე ორიენტირებული, რომ მას კარგა ხანია ამდენ ბავშვთან( სულ  რვასთან) გაკვეთილი არ ჩაუტარებია“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ გაკვეთილს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203