
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული შემეცნებითი გაკვეთილი ბუნებაში - „მოგზაურობა პლანეტების სამყაროში“.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ბავშვებმა სამყაროში იმოგზაურეს პლანეტებთან ერთად, გაიგეს მათი სახელები, თანმიმდევრობა, განსხვავება. დაამზადეს პლანეტების მოდელები, რაც მათთვის სახალისო და საინტერესო გამოდგა.
იხილეთ ფოტოები: