ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დაუვიწყარი გასვლითი დღე - მოსწავლეები კერამიკის სახლს სტუმრობდნენ 
04-03-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ შორენა ჩაფიძესთან და დედებთან ერთად, დაუვიწყარი და ემოციური დღე გაატარეს კერამიკის სახლში - „პოპოტერიე“.

შემოქმედებით გარემოში მათ საკუთარი ხელით დაამზადეს სურათების ალბომის უნიკალური ყდები, რომლებშიც სამომავლოდ ყოველ დედის დღეს გადაღებულ ფოტოებს შეინახავენ.

„აქტივობამ ბავშვებსა და დედებს ერთობლივი შრომისა და სიყვარულის კიდევ უფრო მეტად გაზიარების შესაძლებლობა მისცა. თბილმა ატმოსფერომ, ფერებმა და კერამიკაზე მუშაობის პროცესმა განსაკუთრებული სიხარული და ერთობა შექმნა.

დედის დღე იქცა არა მხოლოდ შემოქმედებით გამოცდილებად, არამედ სიყვარულისა და მადლიერების ლამაზ გამოხატულებად, რომელიც წლების განმავლობაში ფოტოებთან ერთად შეინახება ოჯახურ ალბომებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203