ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედის დღეს კვირეული მიეძღვნა 
04-03-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში 3 მარტი გამორჩეულად აღინიშნა. დედის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. 

აღსანიშნავია IV კლასში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც პედაგოგი ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და მადლიერება გამოხატეს ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, პედაგოგ ნინო დვალოშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება გაიმართა III კლასში. პატარებმა დედიკოებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს. 

სკოლაში კვირეული გრძელდება და სასკოლო საზოგადოებას კიდევ არაერთ ლამაზ ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203