
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების სამსახურს სტუმრობდნენ.
სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს დეტალურად გააცნეს ტექნიკა და აღჭურვილობა, ესაუბრნენ უსაფრთხოების წესებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მეხანძრე-მაშველებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სკოლაში მადლობას უხდიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს საინტერესო მასპინძლობისთვის.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის - მერაბ ჭანუყვაძისა და თანამშრომლების მიმართ გაღმა დვაბხუს საჯარო სკოლის სახელით გვსურს გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება სკოლის მოსწავლეთათვის ორგანიზებული გაცნობითი ტრენინგისთვის.
ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, შინაარსიანი და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედების, უსაფრთხოების წესებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ცნობიერებისა და უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას.
ვაფასებთ თქვენს პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი სასარგებლო ინიციატივები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: