2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 
10-03-2026

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 27.0 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.0 პროცენტით. 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3 პროცენტი, ხოლო კერძოში - 44.7 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1 პროცენტი ქალია, ხოლო 47.9 პროცენტი - კაცი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203