
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა მაკვანეთის საჯარო სკოლა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები.
პატარებმა შთამბეჭდავად წაიკითხეს გიორგი კეკელიძის - „კუპატას თავგადასავალი“. ნაწარმოების მიხედვით კი საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და თანატოლებსაც წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) ინიციატივით 4 თებერვალს საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
იხილეთ ფოტოები: