ნაგომარის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობა 
04-03-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, 18 თებერვალს, მე-5 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც საინტერესოდ და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით წარიმართა. 

გაკვეთილი, რომელმაც ქართული ლიტერატურა და ბუნებისმეტყველება გააერთიანა, მოსწავლეებისთვის მეტად სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

გაკვეთილის თემა იყო: ქართული ლიტერატურა - რ. ინანიშვილის - „მუხა“, ბუნებისმეტყველება - „საქართველოს ტყეები“. 

გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, გააკრეს საინფორმაციო ტიპის პლაკატები.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები: რ. კალანდარიშვილი და ნ. ჩხაიძე ხელმძღვანელობდნენ. 

გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, გააკრეს საინფორმაციო ტიპის პლაკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203