
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას სხვადასხავა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავან.
აღსანიშნავია, VII კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც საგნების - ისტორიისა და სამოქალაქო განათლების დაკავშირებით წარიმართა.
გაკვეთილის თემა იყო - „ხამურაბის კანონები“, ხოლო მიზანი: პირველი წერილობითი კანონების გაცნობა-გააზრება, თანამედროვე კანონმდებლობის კუთხით, ეპოქის ხედვა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეება საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - თინა ასათიანი და ნათია ჯაველიძე.
იხილეთ ფოტოები: