გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ვიქტორინა - „დავითობა“ მიეძღვნა
04-03-2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. სკოლაში ქართველთა დიდი მეფე ღონისძიებით გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს, რომ მისი სიბრძნე, სიმტკიცე და სახელმწიფოებრივი ხედვა, საუკუნეებს გასცდა. დავითის მემკვიდრეობა გვასწავლის ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სამშობლოს სიყვარულს. მისი მაგალითი დღესაც გვაძლევს ძალას, რწმენას, მიზანს და ისტორიული ღირსების განცდას, რაც თაობებისთვის მარადიულ შთაგონების წყაროდ რჩება.

სკოლაში თარიღთან დაკავშირებით, ვიქტორინა გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203