ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა დედებსა და მასწავლებლებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
04-03-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში დედის დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა. 

V კლასის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

მე-5 კლასელები ყველაზე საყვარელი ადამიანების წინაშე ლამაზი ღონისძიებით წარდგნენ და ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა დედის როლსა და ამაგს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - თეა მირგოშიამ, რომელიც მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ასწავლის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203